ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა
თუ ავტომობილის მართვისას ზიანს მიაყენებ სხვის მანქანას, ქონებას ან ჯანმრთელობას ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს მესამე პირის ქონების შეკეთებისა და მკურნალობის ყველა ხარჯს. არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვინ მართავდა საჭეს, ჩვენ ავანაზღაურებთ ნებისმიერ ზარალს. მთავარია მძღოლს ჰქონდეს მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და მასი ასაკი უნდა იყოს 20-65 წელი.
დაზღვევის გაფორმება 1 წლის ვადით ხდება.
ფრანშიზა დამოკიდებულია ავტომობილის გამოყენების მიზნობრიობაზე:
- თუ ავტომობილს მოიხმარ პირადი ან კომერციული საქმიანობისთვის, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევაზე ვრცელდება ნულოვანი ფრანშიზა.
- თუ ავტომობილს მოიხმარ ტაქსად ფრანშიზა - 150 ლარი.
დამატებით შეიძინე მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა
ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან ერთად, შეგიძლია შეიძინო მძღოლისა და მგზავრების დაზღვევაც. თუ ავტომობილის მართვისას დაზღვეულ ავტომობილში მსხდომი მძღოლი ან მგზავრები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზიანებას, ჩვენ აგინაზღაურებთ მკურნალობის ხარჯებს. ზარალი შერჩეული ლიმიტის ფარგლებში აგინაზღაურდება, ანაზღაურების ლიმიტი ერთ პირზე ჯამური ლიმიტის მეხუთედია, ხოლო ფრანშიზა - ნულოვანი მიუხედავად ავტომობილის გამოყენების მიზნობრიობისა.