შესვლა
ითამაშე
მოიგე 100 ლიტრი საწვავი
+(995) 322 921 921
  • ჩვენ ჩვენ
    ჩვენ
    ჩვენ შესახებ ლექსიკონი პროდუქტის პირობები ფინანსური ანგარიშგება ჰუალინგ ჯგუფი
  • პროდუქტები პროდუქტები
    პროდუქტები
    რემონტის დაზღვევა ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტო დაზღვევა
  • სიახლეები სიახლეები
  • ბლოგი ბლოგი
  • ხშირად დასმული კითხვები ხშირად დასმული კითხვები
  • კონტაქტი კონტაქტი
  • ავტორიზაცია ავტორიზაცია
  • ძებნა ძებნა
გახდი აგენტი
შემოგვიერთდით
რეგისტრაცია
FACEBOOK - ავტორიზაცია
არ ხართ დარეგისტრირებული? დაგავიწყდათ პაროლი?
რეგისტრაცია
FACEBOOK - ავტორიზაცია
ავტორიზაციაზე დაბრუნება
რეგისტრაცია
FACEBOOK - ავტორიზაცია
არ ხართ დარეგისტრირებული? დაგავიწყდათ პაროლი?
პაროლის აღდგენა
ავტორიზაციაზე დაბრუნება
სს „ბბ დაზღვევა“-ს ვებ-გვერდის გამოყენების და დაზღვევის შეძენის წესები და პირობები

მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს სს „ბბ დაზღვევა“-ს (შემდგომში „ბბ“) ვებ-გვერდით / ელექტრონული მომსახურებით, ვებ-გვერდის გამოყენების პირობებზე თანხმობის ღილაკის მონიშვნით, ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება „ბბ-ის“ დაზღვევის და ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს (შემდგომში „პირობები“).

  1. ტერმინთა განმარტებები; ზოგადი ნაწილი:

ჩვენ/ბბ - სს „ბბ დაზღვევა“ (406232214);

თქვენ/მომხმარებელი/დამზღვევი - ფიზიკური პირი, რომელიც ონლაინ აფორმებს ბბ ვებ-გვერდის მეშვეობით დაზღვევის ხელშეკრულებას.

 

1.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდზე თავის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე

1.2. მომხმარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;

1.3. მომხმარებელი თანახმაა, „ბბ-მ“ გადაამოწმოს მისი პერსონალური მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, თანახმაა „ბბ-მ“ გადაამოწმოს მის მართლზომიერ მფლობელობაში/სარგებლობაში მყოფი ავტოტრანსპორტის მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

1.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემები) უსაფრთხოდ შენახვაზე.

1.5. მომხმარებელი თანახმაა, მიიღოს „სმს“ შეტყობინებები და ელექტრონული წერილები (მეილები) „ბბ-სგან“ მის მიერ მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით (ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება (ელექტრონული წერილი ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინება) ჩაითვლება ოფიციალურად მიღებულად.

1.6. მომხმარებელი თანახმაა, „ბბ-მ“ მიიღოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ განცხადებით მოთხოვნილი პერსონალური მონაცემები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად მიიჩნევა „ბბ-ის“ ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე.

1.7. „ბბ-ის“ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პოლისის „ონლაინ“ შეძენასა და შეძენილი პოლისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას.

1.8. დაზღვევა იწყება დაზღვევის ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

1.9. პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

 

1.10. „ბბ“ უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „პირობებში“. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.

1.11. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შემდგომ, მათ შორის ზარალის დადგომამდე, აღმოჩნდება, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაცია სინამდვილესთან შეუსაბამოა, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

1.12. „ბბ“-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: ლოგო/ები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, პროგრამები, და სხვა ობიექტები წარმოადგენს „ბბ“-ს საკუთრებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება, „ბბ“-ს წერილობითი ნებართვის გარეშე;

1.13. „ბბ-ს“ აქვს უფლება თავად შეამოწმოს და განსაზღვროს, არის თუ არა მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამომწურავი, ასევე, სინამდვილესა და „პირობებთან“ შესაბამისი, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში გააუქმოს რეგისტრაცია და დახუროს მომხმარებლის ანგარიში წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ან მის გარეშე.

1.14. „ბბ“-ს მიერ შექმნილი ვებ-გვერდის მომსახურება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და „პირობების“ საფუძველზე.

 

2. მომხმარებლის რეგისტრაციის და ელექტრონული განაცხადის შევსების წესები:

2.1. ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურების გაწევის მოთხოვნისათვის სავალდებულოა:

ა) სუბიექტის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;

ბ) რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების (დაზღვევის პირობები და ვებ-გვერდის გამოყენების პირობები) გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „ვეთანხმები დაზღვევის შეძენის წესებს და პირობებს“ მონიშვნა).

2.2. მომხმარებელი ვალდებულია ელექტრონული განაცხადის შევსების დროს და შემდგომ მიუთითოს ის რეალური მონაცემები, რაც მოთხოვნილი იქნება ელექტორნული განაცხადის შევსების დროს,  წინააღმდეგ შემთხვევაში „ბბ“ უფლებას იტოვებს უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, გააუქმოს რეგისტრაცია და დახუროს მომხმარებლის ანგარიში. დაზღვევის თაობაზე ან ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს „ბბ-ს“.

2.3. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

2.4. თუ „ბბ-სთვის“ ცნობილი გახდება, რომ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის/დაზღვევის ელექტორნული განაცხადის შევსების დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები, „ბბ“ გააუქმებს მომხმარებლის რეგისტრაციასა და მის ანგარიშს, ასევე, მომხმარებელს ეკისრება კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობა.

2.5. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი სიტყვის მითითება.

2.6. ავტორიზაციის შემდგომ, სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების და განთავსების (ატვირთვა) გზით მოითხოვოს ვებ-გვერდით შემოთავაზებული მომსახურების მიღება.

 

3. მომხმარებლის/თქვენი უფლებები და მოვალეობები

3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.

3.2. იდენტიფიცირებული მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს პირადი მონაცემები (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა, მისამართი) მისი სურვილისამებრ.

3.3. მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ვებ-გვერდის წესების შესაბამისად და სრულად აგოს პასუხი მის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.4. მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფილის ინფორმაციაზე, ბმულებზე, სურათებზე, განცხადების შინაარსზე, ანგარიშწორებაზე და სხვა.

 

4. მომხმარებლის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა

4.1. „ბბ“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების დაცვასა და მის კონფიდენციალურობას.

 

5. მომსახურების საფასური

5.1. „ბბ-ის“ ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლისთვის სასურველი მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა, ასევე თანხის დაბრუნების პოლიტიკა განისაზღვრება „ბბ-ის“ მიერ შემუშავებული ფასების გაიდლაინით, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ცალკეული სადაზღვევო პროდუქტების პირობებში, შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bbinsurance.ge

5.2. “ბბ“ დაზღვევის პირობები განთავსებულია შემდეგ ელ. მისამართებზე:

5.2.1. ავტო დაზღევის პირობები - https://bbinsurance.ge/ka/terms/autodazgvevispirobebi ;

5.2.2. MTPL და MPA დაზღევის პირობები - https://bbinsurance.ge/ka/terms/mtpldampapirobebi;

5.2.3. უძრავი ქონების და რემონტის დაზღევის პირობები - https://bbinsurance.ge/ka/terms/udzraviqonebadaremontisdazgveva.

 

6. მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

6.1. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას ზეპირად, წერილობით ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მზღვეველის ელექტრონული: insurance.customer@bb.ge). პრეტენზიის ფორმის შევსება/ჩამოტვირთვა შესაძლებელია მზღვეველის ვებ.გვერდიდან -  https://bbinsurance.ge/ka/pages/contact-us. ასევე, თითეოულ დაზღვევის ხელშეკრულებას ერთვის დანართის სახით.

6.2. პრეტენზიის ფორმა საერთოა, როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოსადგენი პრეტენზიისთვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს მზღეველის მხრიდან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ფორმის დაუცველად გამოგზავნილი პრეტენზიის განხილვას.

6.3. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევისგან პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში იმავე ფორმით უზრუნველყოს დამზღვევისთვის დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხის გაცემა გამოხატულ პრეტენზიაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პრეტენზიის განხილვისთვის საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარმოადგენა (რაზეც ხელი არ მიუწვდება მზღვეველს), იგი წერილობით ან ელ. ფოსტის საშუალებით მიმართვას დამზღვევს აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის მიზნით

 

შემოგვიერთდით
წესები და პირობები
created by:
© bbinsurance.ge