Hualing Insurance
რატომ უნდა დაეზღვიო ონლაინ?

მარტივი სადაზღვევო მომსახურება, დაზოგილი დრო, ზარალის დისტანციურად ანაზღაურება - ეს იმ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ჰუალინგის ონლაინ დაზღვევა გთავაზობს. თუკი ადრე სასურველი სადაზღვევო სერვისის მისაღებად საჭირო იყო ფილიალში ვიზიტი, დღეს სადაზღვევო პროდუქტის შეძენა ონლაინ შეგიძლია.

დისტანციური სადაზღვევო სერვისები მოსახერხებელი და სწრაფია, რაც გეხმარება დროის დაზოგვასა და მეტი კომფორტის მიღებაში. სასურველი სადაზღვევო პროდუქტის შეძენა ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში შეგიძლია. არ გჭირდება კონკრეტულ სამუშაო საათებში ფილიალში მისვლა. ამასთან, ზარალის ანაზღაურებაც ონლაინ რეჟიმში ხდება. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით კომფორტულია დღეს, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმი აჩქარებულია.  

 

რა უპირატესობით გამოირჩევა ჰუალინგის ონლაინ დაზღვევა?

 

  • სიმარტივე - დაზღვევის შეძენა მარტივად ხდება და არ არის დაკავშირებული ხანგძლივ პროცედურასთან. ირჩევ სასურველ პროდუქტს და ყიდულობ ონლაინ. სადაც არ უნდა იმყოფებოდე, მარტივად შეიძენ დაზღვევას. ამასთან, თუკი თან არ გექნება კომპიუტერი, პროდუქტის ყიდვას მობილურის საშუალებითაც შეძლებ.
  • კომფორტული მომსახურება - თუ დამატებითი შეკითხვები გაქვს პროდუქტთან დაკავშირებით, შეგიძლია მოგვწერო შენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენი აგენტი დაგიკავშირდება.
  • დროის დაზოგვა -  თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, რომელთაც დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო არ აქვთ დრო და თითოეული წუთი ძვირფასია, მაშინ ონლაინ დაზღვევა თქვენთვისაა. შედიხარ ვებგვერდზე www.hi.ge, ეცნობი პირობებს და 2 წუთში დაზღვეული ხარ.
  • დისტანციურად ანაზღაურება -  ზარალის ანაზღაურებას დისტანციურად შეგიძლია და ამისათვის არ გჭირდება ფილიალში მისვლა.

 

ჰუალინგ დაზღვევა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა: ავტო დაზღვევა, ავტოპასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების, ქონების დაზღვევა. შეიძინე შენთვის სასურველი სადაზღვევო პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლე ყველაზე მარტივი სადაზღვევო მომსახურებით.