ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ხანძარი, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები - ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რასაც ავტო დაზღვევა ანაზღაურებს. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად, ჰუალინგ დაზღვევა გთავაზობთ ისეთ დამატებით უპირატესობებს, როგორიცაა ავტომობილის გაფუჭებისას ევაკუატორის მომსახურება, ავტომობილის დაქოქვა, საბურავის გამოცვლა, საწვავის ადგილზე მიტანა და ნასვამი მძღოლის მომსახურება.
ავტო დაზღვევის საშუალებით მარტივად აზღვევთ თქვენს საკუთრებაში არსებულ ან მესამე პირის ავტომობილს და დროულად ინაზღაურებთ წარმოქმნილ ფინანსურ ზარალს. ავტო დაზღვევით სარგებლობა შეუძლია ყველას, 21 წლის ასაკიდან, ვისაც აქვს 1 წლიანი მართვის გამოცდილება და რომლის ავტომობილიც გამოშვებულია მინიმუმ 2000 წელს.
ავტო დაზღვევის ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:
- ავტომობილის საბაზრო ღირებულება;
- უფლებამოსილი მძღოლის ასაკი;
- ავტომობილის ძრავის მოცულობა;
- ძარის ტიპი.
რატომ გჭირდებათ ავტო დაზღვევა?
თანხის დაზოგვა - ავტოსაგზაო შემთხვევა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ავტომობილის შეკეთების, დაშავებული მგზავრის მკურნალობის ხარჯი - ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. აღნიშნული თანხის შემცირება მხოლოდ ავტო დაზღვევითაა შესაძლებელი.
კომფორტი - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სადაზღვევო აგენტი დროულად მოდის თქვენთან და აგვარებს ყველა იმ უსიამოვნო საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევასთან.
ხარჯების ანაზღაურება - ავტო დაზღვევა გინაზღაურებთ მოულოდნელად წარმოქნილ ხარჯებს და თავიდან გარიდებთ ფინანსურ სირთულეებს.
სიმშვიდე - მაშინ როდესაც თქვენი ავტომობილი დაზღვეულია, თავს მშვიდად გრძნობთ. არ გეშინიათ ისეთი საფრთხეების, როგორიცაა ხანძარი, სეტყვა, სხვა სტიქიური შემთხვევები. იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ზარალს მარტივად აინაზღაურებთ და დამატებითი ხარჯის გაღება არ მოგიწევთ.
საკრედიტო ვალდებულება - თუ ავტომობილი კრედიტით გაქვთ შეძენილი, მისი დაზღვევა განსაკუთრებით აუცილებელია. სესხით ნაყიდი ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში თქვენი ხარჯი კიდევ უფრო გაიზრდება. ავტო დაზღვევა კი დროულად აგინაზღაურებთ ყველა გაუთვალისწინებელ ხარჯს.