ქონების დაზღვევა - რა რისკებს ანაზღაურებს სერვისი

უძრავი ქონება თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი აქტივია, თუმცა არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დააზიანოს ან საფრთხის წინაშე დააყენოს თქვენი ქონება. ‘’ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მეზობლისგან ჩამოსული წყალი ‘’- ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. რისკებისა და ფინანსური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალია ქონების დაზღვევით სარგებლობა.  

 

რა არის ქონების დაზღვევა და რას ანაზღაურებს?

ქონების დაზღვევა იცავს თქვენს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონებას მოულოდნელი რისკებისგან და ანაზღაურებს შემდეგ შემთხვევებს:

  • ხანძარი და აფეთქება
  • სტიქიური მოვლენები
  • ვანდალიზმი
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • წყლის ჩამოსვლა
  • სხვა მოულოდნელი შემთხვევები, რაც გამოიწვევს შენს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების დაზიანებასა და განადგურებას.

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ბინა, აგარაკი, ტექნიკა და სხვა. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ რემონტის ან მესამე პირის ქონების დაზღვევითაც. თუ შემთხვევით მეზობლის ქონება ან რემონტი დააზიანეთ, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ ქონების შეკეთების ხარჯს.

 

რას არის ფრანშიზა და რა უნდა იცოდეთ დაზღვევის შეძენამდე?

ფრანშიზა თანხის ის მინიმალური ოდენობაა, რომელსაც ზარალის ანაზღაურებისას სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს. ფრანშიზის ოდენობა ფიქსირებულია ან დამოკიდებულია დასაზღვევი ობიექტის მდგომარეობაზე.

დაზღვევის გაფორმებამდე გაითვალისწინეთ, რომ ზარალის ანაზღაურებას თავისი ლიმიტი აქვს და ამის შესახებ მითითებულია სადაზღვევო პოლისში.  გაითვალისწინეთ გამონაკლისებიც - რომლის შემთხვევაშიც თქვენს ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ მოხდება. ვინაიდან თითოეული პოლისი ინდივიდუალურია, უმჯობესია პირობებს თავიდანვე გაეცნოთ.