ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა. ბოლო პერიოდია საქართველოშიც დაიწყო საუბარი მისი აუცილებლობის შესახებ. რას ნიშნავს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და რას ანაზღაურებს?
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. თუ ავტომობილის მართვისას დააზიანებთ სხვის ავტომობილს ან ჯანმრთელობას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს წარმოქმნილ ხარჯს.
ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს ვალდებულება ეს სისტემა 2020 წლამდე დანერგოს.
რა ეღირება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა?
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
- მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;
- მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;
- ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;
- სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;
- მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.
კანონის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2019 წლის 1 ივლისი.