News Blog
ლიდერთა შორის სადაზღვევო ბაზარზე

ბბ დაზღვევა, სადაღვევო ბაზარზე 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მოგებით სამეულშია. კომპანიამ სექტორის  მთლიანი მოგების 11.7% დააგენერირა.

ჩვენ მომხმარებელს  მაქსიმალურად დახვეწილ  სერვისსა  და ხელსაყრელ ტარიფს  კომბინირებულად ვთავაზობთ. ამასთან, სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

ბბ დაზღვევა „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. დოლარი აქვს ინვესტირებული, ეს გარემოება კი მომხმარებელს ნდობასა და საიმედოობას უჩენს. უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ზარალის დარეგულირების  სისწრაფე. სწორედ ამ გარემოებების დამსახურებით, ბბ დაზღვევა დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საავიაციო დაზღვევის ბაზრის ლიდერია  და  ბაზრის 52,2%-ს ფლობს!

ჩვენი  მიმდინარე წლის  გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. კომპანია აგრძელებს კორპორაციულ მიმართულებაზე მუშაობას და  წლის ბოლოსთვის მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებას  გეგმავს.